ახალ კალედონიაში სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუაციის ბრძანება გაიცა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება საფრანგეთის ტერიტორიაზე მომხდარი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, ცუნამის საფრთხის გამო მიიღეს.
ხელისუფლება მოსახლეობას ზღვის დონიდან 12 მეტრის სიმაღლეზე ყოფნას ურჩევს.