სუმოს სამშობლო იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში, მიმდინარე 2019 წლის პირველ სუპერტურნირ ჰაცუ ბაშოზე ქართველებისთვის მე-2 დღე წარუმატებელი აღმოჩნდა.
ქართველმა ოძეკმა ტოჩინოშინმა იანვრის ბაშოზე ზედიზედ მე-2 მარცხი განიცადა. ლევან გორგაძემ აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა იაპონელ ნიშიკიმისთან წააგო. სამწუხაროდ, ქართველ რიკიშს ბარძაყის ვერაგი ტრავმა თავისი მაქსიმალური შეასძლებლობის გამოვლენის საშუალებას არ აძლევს.
ტოჩინოშინისთვის მთავარია დარჩენილ 13 ორთაბრძოლაში მინუმიუმ 8 გამარჯვება მოიპოვოს და ბაშოზე კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი დააფიქსიროს. რათა კადობანში არ აღმოპჩნდეს და მომავალ ბაშოზე ბრძოლა ოძეკის წოდების დაცვისთვის არ მოუწიოს.
რანგით დაბალ ჯურიოს დივიზიონში გაგამარუს შიკონათი მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელი ჩინელ სოკოკურაისთან დამარცხდა. აზიელმა რიკიშმა სუმოსთვის უკადრებელი და სამარცხვინო რამ გააკეთა. მან ქართველი გოლიათი ჰენკათი დამარცხდა. ჰენკა ბრძოლისთვის თავის არიდებას ნიშნავს, ანუ ჩინელი ქართველის სასტარტო დაჯახებას გაეცალა.
გაგამარუს ბალანსი ჰაცუ ბაშოზე თანაბარი 1-1 გახლავთ. ჯუღელს ქვედა დივიზიონში დაქვეითებისგან თავის არიდებისთვის დარჩენილ შეხვედრებში 7 მოგების მოპოვება ესაჭიროვება.