გორში 15 წლის მოზარდს ეძებენ.
როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, გორის მე-3 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე სახლიდან გუშინ, შუადღისას მეზობელ უბანში ბებიასთან წავიდა, თუმცა, იქ არ მისულა.
15 წლის არჩილ კობერიძის ოჯახმა ბავშვის დაკარგვის შესახებ პოლიციას დღეს დილით აცნობა და ამ დრომდე ბავშვის ძებნა მიმდინარეობს.