აფხაზეთის ომში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარიდან წასულ ახალგაზრდას, ალექსი ბერაძეს, მშობლიური სოფლის მიწას ოჯახი 25 წლის შემდეგ მიაბარებს.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, დაკარგული მებრძოლის ცხედრის იდენტიფიცირება უკვე მოხდა და აფხაზეთიდან თბილისში გადმოასვენეს.
„თბილისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, პარასკევს, 5 საათისთვის გადმოვასვენებთ ბუკნარში და კვირას დავკრძალავთ. ჩვენი სოფლის ეკლესიიდან გამოვასვენებთ, _ გვითხრა დაღუპული მებრძოლის ძმამ, კახა ბერაძემ.
ცნობისთვის, ომში, რომელიც 1992-1993 წლებში მოხდა და 13 თვეს გაგრძელდა, 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი დაიღუპა, ასეულობით კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. კონფლიქტის შედეგად 300 000-ზე მეტი ადამიანი გაძევებულ იქნა, რომელთაგან 50-60 ათასი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელია.