შალვა შავგულიძე დღეს გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას, – ეს განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
კობახიძე “ევროპული საქართველოს” და “თავისუფალი დემოკრატების” ბლოკის შექმნას გამოეხმაურა.
„თქვენ გახსოვთ, როდესაც საუბარი იყო სასამართლოზე, კონრეტულ სახელებსა და გვარებზე: ჩინჩალაძეზე, მურუსიძეზე. შალვა შავგულიძე ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პრინციპულ პოზიციას აფიქსირებდა. დღეს ეს ადამიანი დგას გირგვლიანის მკვლელების გვერდით. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ რაღაცებზე გვედავებიან, არანაირი პრინციპები არ აქვთ. ეს არის ამის დამადასტურებელი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.