„სიტყვის თავისუფლება რა დონეზეა გარანტირებული, ეს თქვენი ეთერიდან იღვრება ყოველდღიურად, თქვენც მგონი, ზოგჯერ გრცხვენიათ ხოლმე, მაგრამ იტანთ იმიტომ, რომ რა ქნათ. თუ დედის გინება სიმართლეა, ამ სიმართლით ეცხოვროს მაგინებელს,“ – ასე მიმართა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარი „რუსთავი2-ის“ 9%-იანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძის სარჩელს გამოეხმაურა. ის ტელევიზიის წინააღმდეგ ხელისუფლების შეტევას კატეგორიულად გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ეს არის სამართლებრივი დავა. სოზარ სუბარის თქმით, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია, რასაც ტელეეთერიდან გინებაც ადასტურებს.