ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 დღის ვადაში გადახდით, 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. გარდა ამისა, მან დააყენა შუამდგომლობა ალტერნატივის სახით სხვა შეზღუდვების დაწესებაზეც, მათ შორის დეპუტატების თავმდებობასა და აუცილებლობის შემთხვევაში, პასპორტის ჩამორთმევაზე.
პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღისინძიებად პატიმრობას შეფარდების შუამდგომლობას აყენებს.
სასამართლო პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართა ნიკა მელიამ. მან მოსამართლე თემურ გოგოხიას განუცხადა, რომ ის არის კლანის წევრი და ნებისმიერ შემთხვევაში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნება.