შს მინისტრი პარლამენტში არ მივა. პრემიერის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში მისვლის გადაწყვეტილება გიორგი გახარიამაც შეცვალა. მაღალი ალბათობით, ხვალ გიორგი გახარია არ მოვა პარლამენტში – აცხადებს უმრაველსობის დეპუტატი ძვიად ძიძიგური.
ოფიციალური მიზეზი, რის გამოც შს მინისტრი დეპუტატების წინაშე არ წარდგება უცნობია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია პარლამენტში საკუთარი სურვილით ხვალ უნდა მისულიყო. როგორც დეპუტატები ამბობენ, მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ გამოცხადდება, რაც გამოძიება 20 ივნისის საქმეზე პირველ შედეგებს გამოაქვეყნებს.
“იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალური ინფორმაცია გამოძიებასთან დაკავშირებით, როდესაც ექნება გიორგი გახარიას მაშინ მოვა, რომ ყველა საინტერესო კითხვაზე მას შეეძლოს პასუხის გაცემა”, _ აცხადებს ზვიად ძიძიგური.