ხობში, მდინარე ხობისწყალში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის სახლიდან ორი დღის წინ გავიდა. მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.