სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე მსჯელობა დაასრულა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართ გამოყენებული გირაოს ღონისძიება არ შეიცვალა. შესაბამისად, პროკურატურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
ნიკა მელია კვლავ გირაოს სანაცვლოდ იქნება თავისუფალი. ამასთან, პროკურატურა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს განახორციელებს, რაც ელექტროსამაჯურის ტარებას გულისხმობს.
27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა.