ქალაქ ლანჩხუთში, 700-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.
კომპანიის ხელმძღვანელის, ეკატერინე გალდავას თქმით, შემოდგომიდან, ადგილობრივი მოსახლეობა სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
“წყალმომარაგების სისტემების არარსებობის გამო, რამდენიმე ქუჩის მოსახლეობა ათეული წლებია ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით ვერ სარგებლობდა.
სამუშაოები ითვალისწინებს 1 კმ-მდე მაგისტრალური მილსადენისა და 14 კმ გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას, ასევე აბონენტების ინდივიდუალურად გამრიცხველიანებას. ახალი სისტემის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ლანჩხუთში მცხოვრები ასეულობით ოჯახი, 24-საათიან წყალმომარაგებაზე პირველად გადავა.
პროექტის განხორციელებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,147 000 ლარი მოხმარდება”, _ აღნიშნა გალდავამ.