ვის გაუგია ამდენი ფულის ფლანგვა 2 შენობის შესანახად? დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს პრემიერ-მინისტრი ავლაბრის რეზიდენციის სასახლეში – ამის შესახებ განცხადება, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გააკეთა.
„პრეზიდენტის ადმინიატრაცია დღეს არის რისკის შემცველი ორგანო. პრეზიდენტის ორი სასახლე არსებობს ქვეყანაში. ეს არის აბსოლუტური უგუნურება. წელიწადში ერთხელ რომელიღაც სტუმარი შემოვა და გააღებენ ავლაბრის რეზიდენციის კარს. ჯობია, გააქირავონ საქორწინო ან ბანკეტის დარბაზებად და ღამის განათების ფულს მაინც ამოიღებენ. ვის გაუგია ამდენი ფულის ფლანგვა 2 შენობის შესანახად? დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს პრემიერ-მინისტრი ავლაბრის რეზიდენციის სასახლეში. ნუ ეშინია ივანიშვილის, კი დაწყევლა ივანიშვილმა ვინც იქ გადავა გათავისუფლდება, მაგრამ კეთილი ინებონ და გაუფრთხილდნენ ხალხის სიმდიდრეს და გამოთავისუფლებული ფართი გამოიყენონ როგორც უნდათ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.