“ქართული სოფლის გაძლიერებაში მოცვის კულტურის გაშენებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი არის მოცვის კულტურა _ ეს მოთხოვნა მზარდია და ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშე მსოფლიო ბაზარზე ამ კუთხით”, _ მიიჩნევს ოზურგეთელი, თბილისში მოღვაწე ბიზნესმენი სოსო (სამსონ) საჯაია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამაში _ “დანერგე მომავალი”, ათეულობით ოზურგეთელი ფერმერია ჩართული, რომლებიც მოცვის პლანტაციის გაშენებას აპირებენ. მათი პროექტები სახელმწიფოს მიერ 100 პროცენტით ფინანსდება, თუმცა, დრო შეზღუდულია. ამიტომ მნიშვნელოვანია დარგის ექსპერტის რჩევები, პრაქტიკოსის დახმარება არა მარტო დოკუმენტაციის დროულად გაფორმებისთვის, არამედ პროდუქტიული და ჩვენს გარემოზე მორგებული ნერგების არჩევის თვალსაზრისით.
ამ საკითხებს მიუძღვნა სოსო საჯაიამ პროექტის ბენეფიციარებთან შეხვედრა, რომელიც ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდა დარგის ექსპერტი ვახტანგ გოლიაძე.
შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ მოცვის კულტურის ეკონომიკურ სარგებელზე, მისი გაშენება-მოვლის, პროდუქციის გასაღების ბაზრის შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებმა დაათვალიერეს სოსო საჯაიას მოცვის ახალგაშენებული პლანტაცია სოფელ ჭანიეთში, გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.
ბატონი სოსო მოცვის გაშენებით სწორედ ამ კულტურის დიდი რენტაბელობის გამო დაინტერესდა:
“მსოფლიოში ამ კულტურით მისი დიდი რენტაბელობის და სასარგებლო თვისებების გამო დაინტერესდნენ. მე სხვა კუთხით მაქვს ბიზნესი, მაგრამ სწორედ მოცვის კულტურამ გამოიწვია სოფლის მეურნეობით ჩემი დაინტერესება. ეს არის ბიზნესი, რომელსაც არ სჭირდება მუდმივი ინვესტირება. ნაყოფიერი და დამუშავებული ნიადაგი, ჩვენს გარემოზე მორგებული ნერგებით იძლევა დიდ მოგებას. მე შევისწავლე ხარჯებიც, გასაღების ბაზრებიც და ძალიან შთამბეჭდავი ციფრები მივიღე. მსოფლიოში ქართულ მოცვზე დიდი მოთხოვნაა. გაცილებით მეტის გასაღება შემიძლია, ვიდრე საქართველოში არსებობს პროდუქცია.
ქართული მოცვის პროდუქტის შეძენით დაინტერესებულია გერმანიის, რუსეთის, სინგაპურის, მცირე აზიის, ჩინეთის მსხვილი ტრეიდერები. მხოლოდ წლეულს, მოვახდინე ას ტონამდე პროდუქციის ექსპორტი. ამიტომ, ჩემი ინტერესი არის მხოლოდ კარგი მოსავალი და მზად ვარ დავეხმარო მცირე და საშუალო ბიზნესმენებს, რომ მათ სამომავლოდ ხარისხიანი მოსავალი ჰქონდეთ.
საქართველოში ლიცენზირებული ნერგების დეფიციტს წავაწყდი. ამიტომ, მოვიძიე ევროპელი პარტნიორები, რომლებიც გვთავაზობენ ლიცენზირებულ, სერთიფიცირებულ ნერგებს. შემიძლია ფერმერებს გავუწიო კონსულტაცია ლიცენზირებული ნერგების არჩევა-შეძენაში, შემდეგ მოსავლის გაყიდვა-შესყიდვაში”.
ბატონი სოსოს თაოსნობით, შესაძლოა, მცირე და საშუალო ფერმერთა გაერთიანებაც შეიქმნას ახლო მომავალში.
“ძლიერი სოფელი, ძლიერი საქართველო!” _ ასეთია ამ ადამიანის დევიზი და პრაქტიკულადაც ცდილობს ჩვენი სოფლების გაძლიერებას. საქართველო აგრარული ქვეყანაა და სოფლად ნებისმიერი ოჯახის გაძლიერება, თავისთავად, არა მარტო ამ ოჯახების, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლასაც შეუწყობს ხელს.
სოსო საჯაია: “მართლაც უნიკალურია სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა “დანერგე მომავალი”. სამწუხაროდ, ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მოცვის გაშენება-შეძენა-რეალიზაციის თაობაზე. ჩვენ ნებისმიერს დავეხმარებით _ მათი მხრიდან მომართვის შემთხვევაში ადგილზე ვეწვევით და გავუწევთ რეკომენდაციას”.
მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა დაგვირეკეთ: 599194400
(R)