“მინდა მოთხოვნები გავაჟღერო და თქვენ ხელის აწევით მოგვცეთ მანდატი, რომ სწორედ ეს მოთხოვნები იყოს უცვლელი და ულტიმატუმი წავუყენოთ მთავრობას:
პირველი _ ვადამდელი პროპორციული არჩევნები;
მეორე _ მთავრობის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა,
რომელიც ჩაატარებს ვადამდელ არჩევნებს;
მესამე _ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვინც 20 ივნისს დააკავეს”, _ განაცხადა აქციაზე გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციას გამარჯვების გეგმა აქვს.
“ჩვენ გვაქვს გამარჯვების გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ დღეს, ხვალ და ზეგ იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ:
პირველი _ არ ვიშლებით და რუსთაველი იქნება ჩაკეტილი;
მეორე _ გამოვაცხადებთ კონკრეტულ სტრატეგიას, როგორ ვაფართოებთ წინააღმდეგობის არეალს;
მესამე _ ბიძინა ივანიშვილო, იცოდე არ მოგასვენებთ, სანამ არ მოვიპოვებთ გამარჯვებას! კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში იქნება პიკეტირებები, დაუმორჩილებლობა”, _ აღნიშნა ვაშაძემ აქციაზე გამოსვლისას.