წყლის ჭავლის შემდეგ პარლამენტის წინ გაზი გაუშვეს, თუმცა აქციის მონაწილეები არ იშლებიან. როგორც “გურია ნიუსს” ადგილიდან ატყობინებენ, სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა ქაშვეთის ეკლესიის მხრიდანაც შევიდა. ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს ტროტურაზე ჯდომისკენ მოუწოდებენ.