21 დეკემბერს დიღმის ტყე-პარკში ცხოველებზე ზრუნვის მიზნით აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„ჩვენი ქალაქის ქუჩებში და ეზოებში ძალიან ბევრი უპატრონო ძაღლია.
ყოველდღიურად მათ უამრავი საფრთხე ემუქრებათ.
შიმშილი, ცუდი მძღოლები, სიცივე…
ჩვენმა ოთხფეხა მეგობრებმა ადვილად რომ გადაიტანონ ზამთარი „ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი“ და ბავშვები ვიწყებთ აქციას – იზრუნე ოთხფეხა მეგობარზე.
მოგებული თანხით,ბავშვებთან ერთად ვაკეთებთ სახლებს უპატრონო ძაღლებისთვის.
შემოგვიერთდი 21 დეკემბერს, 14 საათზე, დიღმის ტყე-პარკში.
შენც იზრუნე შენს ოთხფეხა მეგობრებზე,რომ არ შესცივდეთ და იყვნენ უფრო დაცულები.
იმიტომ, რომ შენ შეგიძლია მათი დახმარება,“_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.