ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდა.
პროექტის დამტკიცებამდე ფრაქციების და კომისიების თავმჯდომარეებისგან არაერთი შენიშვნა გაჟღერდა.
მიუხედავად ამისა, მათი გამოსვლის დასასრულს აღნიშვნავდნენ, რომ პროექტი მთლიან ჯამში მისაღებია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.
საბოლოო ჯამში ბიუჯეტს მხარი დაუჭირა საკრებულოს 28 წევრმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კი მხარი არ დაუჭირეს.
2020 წლის ბიუჯეტი 26 211 600 ლარს შეადგენს.