“ეს ის დღეა, რომელიც მართლაც საამაყოა, რადგან 19 წლის მხატვრის, გიორგი კონტრიძის გამოფენა შედგა”, _ განუცხადა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელმა, ლია ურუშაძემ მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ცენტრში მისულ დამსწრე საზოგადოებას.
მისივე თქმით, გიორგი წარმატებული ახალგაზრდაა და მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პირველი პერსონალური გამოფენა მის მშობლიურ ქალაქში შედგა.
გიორგი კონტრიძე დაიბადა 2000 წლის 16 მარტს, ოზურგეთში. ის პატარაობიდანვე ავლენდა ხატვისადმი ინტერესს. სკოლის პერიოდში მას არაერთხელ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კონკურსებში. დაამთავრა ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა, ამჟამად გიორგი თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის მეორე კურსის სტუდენტია.
როგორც ახალგაზრდა მხატვარმა აღნიშნა, ის დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა მისი პერსონალური გამოფენის ჩატარების შეთავაზებას.