ლეონარდო დი კაპრიო ასაკით ახალაგაზრდა კაცია და ამ ცხოვრების ყველა სიამტკბილობით უნდა სარგებლობდეს.
სამწუხაროდ „ტიტანიკის“ გმირი შობას ვერ იტანს და ამ დღის მოახლოებასთან ერთად ღრმა დეპრესიაში ვარდება.
თურმე თექვსმეტი წლის ასაკში საახალწლოდ გერმანიაში, ბებია-ბაბუასთან გაემგზავრა. ღამის თორმეტ საათზე ასაკოვნებმა ლოგინს მიაშურეს, ეულად დარჩენილი ლეონარდო კი სახლში ჩაკეტეს და თანატოლებთან გასართობად არ გაუშვეს.
მსახიობმა დენიელ ლუისმა ერთხელ ახალი წლის აღნიშვნა შოტლანდიის მთებში განიზრახა, სადაც მეგობრებთან ერთად თხილამურებზე სრიალებდა.
ახალი წლის დადგომის შემდეგ კინოვარსკვლავმა კარავს მიაშურა და მთავარი იმედგაცრუებაც აქ ელოდა. ისეთმა სიცივემ დაიჭირა, რომ დენიელი კინაღამ გაიყინა და დილით საავადმყოფოში წასაყვანი შეიქმნა.
ერთხელ, 31 დეკემბრის შუადღეს, მსახიობმა კეტრინ ზეტა-ჯონსმა მთიდან თხილამურებით დაშვება გადაწყვიტა და სერიოზული ტრავმაც მიიღო. შესაბამისად დღესასწაულს ლოგინში შეხვდა და ზეიმმა უიმისოდ ჩაიარა.