„სენატორების წერილი ძალიან მძიმე საბრალდებო დასკვნაა ივანიშვილის რეჟიმისთვის,“_ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი წერილს, რომელიც ამერიკელმა სენატორებმა, ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა პრემიერ-მინისტრ გახარიას გამოუგზავნეს.
„საქართველოს უბრალოდ არ აქვს უფლება, რომ დაკარგოს ამერიკის მხარდაჭერა-ეს ჩვენი სახელმწიფოს სიკვდილის ტოლფასი იქნება. არადა ივანიშვილმა სწორედ ეს “მოახერხა”. დრო აღარ ითმენს,“_ამბობს სააკაშვილი.