8 – 9 თებერვალს თბილისში, იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლემ დიდებში ზამთრის ღია ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩემპიონატში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ- გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მძლეოსანთა ნაკრები გუნდი მონაწილეობდა.
საქართველოს ჩემპიონის ტიტული და სპორტის ოსტატის წოდება, ბირთვის კვრაში ( 4 კგ. ) სოფო შათირიშვილმა მოიპოვა. ( მწვრთნელები : დავით მანთიძე, მარინა კოტრიკაძე) ასევე, პირველ ადგილსა და ოქროს მედალს 60 მ/თ დაეუფლა მიშიკო მახარაძე. ( მწვრთნელი მარინა კოტრიკაძე) რაც შეეხება მეორე საპრიზო ადგილსა და ვერცხლის მედალს, ის უროს სტყორცნაში გოგა ჭიხვარიამ და სამხტომში – გიორგი დეკანოიძემ აიღეს. ( მწვრთნელი მარინა კოტრიკაძე) ასევე, გიორგი დეკანოიძემ მოახერხა და სიგრძეზე ხტომაში მესამე ადგილი და ბრინჯაო აიღო.
ოზურგეთელებმა შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს და სულ 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მოპოვება შესძლეს.
უნდა აღინიშნოს, რომ სოფო შათირიშვილი ოროცდღიან საწვრთნელ შეკრებას გაივლის თურქეთში, საქართველოს ნაკრების მწვრთნელ, დავით მანთიძესთან ერთად.