„გიგი უგულავას თუ დააკავებენ, ის იქნება პოლიტპატიმარი!“ _ ასეთ განცხადებას აკეთებს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით.
“რამდენიმე წლის წინ, როდესაც ის დააკავეს, მე მას შევხვდი დაკავებისთანავე. მაშინაც იყო საქმეში გარკვეული პრობლემები და ამაზე ვსაუბრობდით მაშინ და ბოლოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა ამ დარღვევებზე. მანამდე გიგის ვაკრიტიკებდი ასევე ხშირად, ვინც არ იცის. და იმედია ბევრს ახსოვს.
ზოგადად დანაშაული თუ არსებობს, მას უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ არა ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლის შემდეგ.
დღეს მისი დაკავება პოლიტიკურია. ისევე როგორც ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი, ან თუნდაც ირაკლი ოქრუაშვილის და 20 ივნისის სხვა დაკავებულების საქმეები.
კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი და უკანგადადგმული ნაბიჯი.
პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს!” – წერს ფეისბუქზე უჩა ნანუაშვილი.