საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს.
ტვ “პირველის“ ეთერში ჟურნალისტმა, დიანა ტრაპაიძემ გიორგი მარგველაშვილს ჰკითხა: – აპირებს თუ არა ის პოლიტიკურ პროცესებში უფრო აქტიურად მონაწილეობას.
“ვეღარ ვხედავ ვერც ჩემი თავისთვის, ვერც სხვა ადამიანებისთვის იმ კომფორტს, რომ გვერდიდან ვუყუროთ ამ მოვლენებს”, – უპასუხა გიორგი მარგველაშვილმა დიანა ტრაპაიძეს.