Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი უნდა ჩაერიოს საერთაშორისო კრიზისებში ან არსებობს რისკი, რომ საგარეო პოლიტიკა პარალიზდეს.
„ევროპამ ძალაუფლებისთვის მადა უნდა განივითაროს“,_ ამბობს ბოლერი და აღნიშნავს, რომ მხოლოდ სამხედრო ძალას არ გულისხმობს.
„უნდა შეგვეძლოს ვიმოქმედოთ და ყოველდღე შეშფოთების გამომხატველი კომენტარები არ უნდა ვაკეთოთ“,_ ამბობს ბოლერი.
ევროკავშირი მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო ბლოკია, მაგრამ მასში შემავალი ქვეყნების ხელისუფლებები ხშირად ვერ ახერხებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საერთო განცხადების გაკეთებას, რადგან მათ შორის შეთანხმების მიღწევაა საჭირო.