მწერალი, დიპლომატი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ დღეს პირველად შეშურდა ადამიანის.
„დღეს პირველად შემშურდა ადამიანის, ვინმე ინგლისელი ბენ საუთჰოლის. მან გაიმარჯვა კონკურსში, რომელიც გამოცხადდა მსოფლიოში ყველაზე კარგ სამსახურზე. აჯობა 35 000 კონკურენტს. ის დაინიშნება ერთი მომცრო ზომის ტროპიკული კუნძულის კომენდანტად (caretaker). მიიღებს ხელფასის სახით წელიწადში 150 000$-ს. მისი მოვალეობაა, თვეში 12 საათი დაუთმოს აკვალანგით ყვინთვას და ტროპიკული თევზების გამოკვებას. იცხოვრებს ქვიშიან პლაჟზე მდებარე ვილაში. თუ სურვილი გაუჩნდა, შეუძლია შემოაჯდეს სირაქლემას და გააჭენოს იგი. ბენმა გადაწყვიტა, რომ ჩამოიყვანს თავის კანადელ გერლფრენდს და სწორედ აქ სთხოვს ცოლობას. ნეტაი არ წამეკითხა
#ნაგერალა
KORBUDIANI-ის ფოტო“,_ წერს ჩარკვიანი.