საერთაშორისო ფესტივალზე „ოპუს 2020“-ზე, რომელიც ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ჩატარდა ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ვაჟთა გუნდმა და “სამშვენისმა“ პირველი ადგილი მოიპოვეს.
ფესტივალი საერთაშორისოა და წელს უკვე მე-16 გაიმართა. წლევანდელ ფესტივალში ქართველ შემსრულებლებთან ერთად, ბულგარელი და ლიეტუველი მომღერლები იღებდნენ მონაწილეობას.
ფესტივალში ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ, ნომინაციები რამდენიმე ჯგუფურ და ასაკობრივ კატეგორიად იყო დაყოფილი.