იტალიის სერია ა-ს 26-ე ტურის ხუთი შეხვედრა მაყურებლების გარეშე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ადატურებს იტალიის სერია ა-ს ხელმძღვანელობა. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების გამო მიიღეს.
მაყურებლის გარეშე, ცარიელ სტადიონზე ითამაშებენ ტურინის „იუვენტუსი“ და მილანის „ინტერი“.
ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩატარდება ასევე „უდინეზე“ – „ფიორენტინა“, „მილანი“- „ჯენოა“, „სასუოლო“ – „ბრეშია“ და „პარმა“- „სპალი.“