ხანძარია ამბროლაურში სოფელ კრიხის მიმდებარედ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. ცეცხლს ვერტმფრენებთან ერთად 150-ამდე მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური სპეც ტექნიკის საშუალებით აქრობს. ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ორი ვერტმფრენია ჩართული.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე ხელმძღვანელობს.
ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.