მადრიდის „რეალის“ საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდების ყველა მოთამაშე კარანტინში გადაიყვანეს, _ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„რეალ მადრიდის“ კლუბის მენჯმენტის გაცხადებით, საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულის გამო კი სამეფო კლუბის საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდები კარანტინში მოათავსეს, რადგან ისინი ერთ ბაზაზე ვარჯიშობენ. ასევე, კარანტინში რჩებიან კლუბში მომუშავე პერსონალიც, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ სპორტსმენებთან.
„ჩვენი კალათბურთის გუნდის წევრებს ვირუსი დაუდგინდათ, მას შემდეგ რაც ტესტი გაიარეს. დღეიდან კლუბი მიჰყვება რეკომენდაციებს და ათავსებს კალათბურთის და ფეხბურთის გუნდების წევრებს კარანტინში, რადგანაც ორივე გუნდი ერთ საწვრთნელ ბაზაზე გადიან მომზადებას“, – აღნიშნულია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.