ოკუპირებული ცხინვალი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთში ყველა ზომაა მიღებული, რათა თავიდან აიცილონ საქართველოდან დაავადების ქვეყანაში შეღწევა“.
„სამხრეთ ოსეთში ყველა ზომაა მიღებული, რომ ამ სენმა საქართველოდან ქვეყანაში არ შემოაღწიოს. საზღვარი საიმედოდაა დაკეტილი და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პანიკა დაიწყება, ხალხის ტალღა მოაწყდება უფრო დაცულ ქვეყნებს. ჩვენ კატეგორიულად ვერ დავუშვებთ, რომ ამ ტალღამ ჩრდილოეთის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის გავლით დაიწყოს გადაადგილება“, – აღნიშნავს მედოევი.