ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა გამოვლენილი და შესაძლოა, რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაიფიცირებულებიდან 12 პაციენტს აქვს პნევმონია, 4-ის მდგომარეობა კი რთულია.
„12 პაციენტს აქვს პნევმონია. 4-ს ვთვლით პრობლემურად. პირველი ვინც მძიმე მდგომარეობაში იყო, არ მინდა ვთქვა გვეშინოდა, მაგრამ ვფრთხილობდით, გადალახა სიმძიმის პიკი და მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდა, დანარჩენი 3-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ვვარაუდობთ, რომ საქართველოში ყველა შემთხვევა დასრულდება გამოჯანმრთელებით“,_ განაცხადა ცერცვაძემ.