ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კორონავირუსს ფსიქოზს ადარებს და აღნიშნავს, რომ პანიკას უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე კორონავირუსს.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მორიგი ფსიქოზია, რომელიც ვიღაცას სარგებელს მოუტანს, ვიღაცას კი ზიანს. დარწმუნებული ვარ, პანიკისგან უფრო დავზარალდებით, ვიდრე თავად კორონავირუსისგან. მე ეს უფრო მაწუხებს“,_ განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცივილიზებული სამყარო გიჟდება და პოლიტიკოსებმა უკვე დაიწყეს სიტუაციის სასარგელოდ გამოყენება.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ დაავადების სწრაფად გავრცელებამ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა შეარყია.
„კარგია რომ ეს სისტემა საბჭოთა დროიდან შევინარჩუნეთ. ჩვენ ვმკურნალობთ ხალხს, მაგრამ ეპიდომოლოგიურ ვითარებას? ეს ფსიქოზი გვაიძულებს რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ”,_ განაცხადა ლუკაშენკომ ეპიდომოლოგებთან შეხვედრისას.