იმ შემთხვევაში, თუ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდება, საეჭვო პირებს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ, _ განგვიმარტა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა.
ჩვენ იმითაც დავინტერესდით, კორონავირუსთან დაკავშირებით, როგორ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკა. როგორც კლინიკის დირექტორთან საუბრის შედეგად გაირკვა, აქ ინფექციური სტაციონარი არაა და შესაბამისად, ვირუსის სიმპტომების მქონე პაციენტების განთავსება ვერ მოხდება.