ოზურგეთელ, 66 წლის ქალბატონს, რომელიც ფოთის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში იყო მოთავსებული, კოვიდ 19 არ დაუდგინდა, _ ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელღვანელმა ნანა მხეიძემ განაცხადა.
“112-ის მიერ ოზურგეთიდან შემოყვანილ პაციენტს, კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების შედეგად პნევმონია დაუდგინდა, საბედნიეროდ, მას კოვიდ 19 არ აღმოაჩნდა“, _ განაცხადა მხეიძემ.