ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ლანჩხუთის ქუჩებში, ავტომობილების სიმრავლეა.
„ეს დღეები ძალიან გაგვიჭირდა, ფაქტობრივად, ყველა პროდუქტი გამოგველია სახლებში. ზოგი სოფელი ათეულობით კილომეტრითაა დაშორებული რაიონულ ცენტრს და ფაქტია, რომ ძალიან გაგვიჭირდა ეს დღეები. არ ვიყავით მომზადებულები, ვინ იცოდა ამდენი ხანი თუ გამოგვკეტავდნენ სახლებში. ახლა შევიძენთ რამდენიმე დღის მარაგს და მერე იქნება რაღაც საშველი, ალბათ“, _ ამბობენ პროდუქტის შესაძენად სოფლებიდან ლანჩხუთში ჩამოსული ადამიანები.