ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ 19-ისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უახლოვდება სტაციონარში მყოფ პაციენტების რაოდენობას.
„გუშინ გვყავდა 610 დადასტურებული შემთხვევა და დაგვემატა 5 და არის 615. გამოჯანმრთელებული იყო 269 დაემატა 6 და არის 275. თუ ამ მონაცემებს შევაფასებთ, ამ ეტაპზე კოვიდ სამკურნალო ცენტრებში 331 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უახლოვდება სტაციონარში მყოფ პაციენტების რაოდეობას,“_ განაცხადა ეზუგბაიამ.