„საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ისედაც არის მსგავსი შეზღუდვები და აქამდე ეს არავის გაუპროტესტებია.
ახლა ჩვენ რამდენიმე არჩევანის წინაშე ვდგავართ – ან უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა იმ მინიმალური შეზღუდვებისთვისაც კი, რაც საჭიროა, რომ რისკები არ გაიზარდოს, ან ჩვენ გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიტანოთ, რათა მთავრობას ქონდეს ამ მინიმალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედების საშუალება, რომ ბოლომდე დაწიონ რისკები ან უნდა „მიუშვათ” ეს პროცესი და თუ გვეყოლება, ვთქვათ, რამდენიმე ათეული, ასეული ინფიცირებული და ხელახლა მოხდება აფეთქება, ისევ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა.
გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ შეზღუდვების შესახებ გარკვეული დაზუსტებები შევიდეს, ამ მინიმალური შეზღუდვებით გავიდეთ ფონს და მოვუფრთხილდეთ პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ შეზღუდვებთან დაკავშირებით პარლამენტში განსახილველ კანონპროექტის შეფასებისას