„ეს ბიუჯეტი არჩევნებზეა ორიენტირებული და არა კრიზისის დაძლევაზე“, ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დამოუკიდებელი დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. ჭიჭინაძის თქმით, .
_ „ქართული ოცნების“ მთავრობამ 1200-ლარიანი დახმარების ფარგლებში 350 ათასი ადამიანი გამოგვიცხადა და 460 მილიონი ლარი.
ჯერ ერთი, 460 მილიონი რატომ, როდესაც 420 მილიონი გამოდის და ამას გარდა, ამ ეტაპზე მხოლოდ 90 ათასი ადამიანია რეგისტრირებული, რაც, დაახლოებით, 100 მილიონს ნიშნავს და საიდან ამხელა ცდომილება თავიდანვე?
ან როგორ აისახება ეს ყველაფერი ახალ ბიუჯეტში?
ისევ 460 მილიონია ჩადებული, თუ 100 მილიონზე არიან დასული?
უამრავი კითხვაა, 300-ლარიან დახმარებებზეც.
მოკლედ, ძალიან მძიმე კითხვებზე მოუწევს მთავრობას პასუხის გაცემა, იმიტომ რომ, ფაქტია ეს ბიუჯეტი სააჩევნოდ უფროა ორიენტირებული, ვიდრე კრიზისის თავიდან ასაცილებლად. ქამრების შემოჭერა კი, მივლინებებზე უარის თქმას კი არ ნიშნავს, სადაც ისედაც ვეღარ დადიან; ქამრების შემოჭერა არის მაშინ, როდესა ფული მიმართულია ისე, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები იყოს შენარჩუნებული, რაც ამ ბიუჯეტით ნამდვილად არ ხდება“, _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე.