საბერძნეთში, ქალაქ ათენში მოღვაწე პროფესიონალი ფოტოგრაფის, ნინო მარგალიტაძის მეორე პერსონალური გამოფენა განათლება&კულტურის ცენტრ „კავკასიაში“ შედგა.
“კავკასიაში“ ფოტოების გარდა წარმოდგენილი იყო ნინოს რამდენიმე ფერწერული ნამუშევარი.
ნინო მარგალიტაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალიდან არის. ის წლებია ემიგრანტია.
“ყოველი ჩემი გამოფენა ეძღვნება ჩემი შვილის გიორგი ბაქანიძის ხსოვნას. ვბრუნდები იმ დროში, სადაც ის თბილი, მოსიყვარულე, მომღიმარი სახით უმზერდა ყველას ისე, როგორც ფოტოებზეა… პირველ გამოფენა, რომელიც 2018 წლის 20 მაისს გაიმართა, ერქვა “გაზაფხული, რომელიც უშენოდ დაიწყო“. უზომოდ მენატრება და მთელი ჩემი შემოქმედება ეძღვნება მას .
რაც შეეხება გამოფენას, მისი მხარდამჭერი არის ათენის ქართული ინსტიტუტი. მასპინძელი & მოდერატორი: ათენის ქართული ინსტიტუტისა და კულტურის ცენტრი „კავკასია” (დამფუძნებელი ავთანდილ მიქაბერიძე), გამოფენის პასუხისმგებელი პირი: ნიკა ჩაკვეტაძე“, _ გვითხრა ნინო მარგალიტაძემ.
ქართველი ფოტოგრაფის სურვილია, რომ მშობლიურ მხარეში გამართოს გამოფენა.