უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა – ჯრუჭულამ, ფასკნარამ და მოხურამ საჩხერის მუნიციპალიტეტის ცხომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა სოფელ ცხომარეთში უზუნთისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა და ხიდ-ბოგირი, სადაც ამ დროისათვის გადაადგილება შეზღუდულია.
სტიქიისგან დაზარალებულ ადგილზე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აღდგენითი სამუშაობი წყლის დონის დაკლების შემდეგ დაიწყება.