მესტიაში დაკარგული მოზარდის, ილია ფილფანის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა სოფელ ლენჯერში, მურთაზ გულედანმა განუცხადა, სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„მოზარდს მე-18 დღეა, უშედეგოდ ეძებენ. ოჯახს იმედი აქვს, რომ ბავშვი ცოცხალია“,- ამბობს გულედანი.
მოზარდის სამძებრო ღონისძიებები მესტიის გარდა, ასევე, ანაკლიაში, ქობულეთსა და ურეკშიც მიმდინარეობს და მასში ჩართულია 80-მდე მაშველი.
ცნობისთვის, ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.