შემოდგომაზე, რვა ერის ტურნირში იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს, _ ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს
როგორც გამოცემა წერს, იაპონიიის ნაცვლად შოტლანდიასთან თამაშს საქართველოს ნაკრები გამართავს.
BBC-ს ინფორმაციით, იაპონია ტურნირს, კორონავირუსის პანდმიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიზეზით ეთიშება.
,,ვიცი, რომ იაპონიას გარკვეული პრობლემები აქვს მოგზაურობასა და შეზღუდვებთან დაკავშირებით და ეს იმ გამოწვევის ნაწილია, რომელსაც ყველა გლობალურად ვაწყდებით“ – განაცხადა RFU – ს ხელმძღვანელმა ბილ სვინგმა BBC SPORT-თან მიცემულ ინტევრიუში.
რვა ერის ტურნირში საქართველოსთან ერთად მონაწილეობას საფრანგეთის, იტალიის, ინგლისისი, შოტლანდიის, უელსის, ირლანდიის და ფიჯის სარაგბო ნაკრებები მიიღებენ.
რვა ერის ტურნირი 14 ნოემბერს დაიწყება და 5 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.