დღეს აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ. “გურია ნიუსი” იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც 100-იანი გრანტი მოიპოვეს.
ნატანების საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ანა ჩხიკვაძე 100%-იანი გრანტით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხა;
ოზურგეთის მეორე საჯარო სოლის კურსდამთავრებული ელენე სალუქვაძე _ თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
100%-იანი გრანტით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა ანა მელუა.
მერიის საჯარო სკოლიდან დათო ბურჭულაძეს და ნინო მოისწრაფეშვილს, ასევე, 100%-იანი გრანტი აქვთ;
100%-ით დაუფინანსებს განათლებას სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს საბა ბაკურაძეს და ნუგო შარაძეს.
პ.ს. ეს არ არის 100%-იან გრანტის მფლობელთა სრული სია. “გურია ნიუსმა” გამოაქვეყნა მხოლოდ იმ სტუდენტების შედეგები, რომლის მოპოვება სააგენტომ დამოუკიდებლად შეძლო ან მოაწოდეს.