77 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ამომრჩეველზე ზეწოლას სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად აცხადებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, პარლამენტის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.