სასწავლო პროცესი გურიაში 15 სექტემბერს იწყება საკლასო ოთახებში, _ ამის შესახებ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“ლანჩხუთის ყველა სკოლა, სასწავლო პროცესს იწყებს საკლასო ოთახებში.
ჩოხატაურის ყველა სკოლაში, გარდა ზოტი და ჩხაკაურას საჯარო სკოლისა, სწავლა დაიწყება ჩვეულებრივ რეჟიმში, ანუ საკლასო ოთახებში. ზოტი და ჩხაკაურა სწავლას 1 ოტომბრამდე დაიწყებს ონლაინ რეჟიმში, ხოლო 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი გადაინაცვლებს საკლასო ოთახებში.
ოზურგეთში, ყველა საჯარო სკოლა, გარდა ქვედა ბახვის საჯარო სკოლისა, სასწავლო პროცესს იწყებს საკლასო ოთახებში.
ქვედა ბახვის საჯარო სკოლა სწავლას 1 ოქტომბრამდე დაიწყებს ონლაინ რეჟიმში, ხოლო 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი გადაინაცვლებს საკლასო ოთახებში, წერს იმედაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.