ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული ხუთი პაციენტიდან ერთ- ერთს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია. პაციენტები ბოქსირებულ პალატებში იყვნენ გადანაწილებული.
„ჩვენს კლინიკაში მოთავსებული ხუთი პაციენტიდან ერთ- ერთს, კორონავირუსი დაუდგინდა. ის ოზურგეთიდანაა. ამჟამად ხორციელდება მისი რეფერალი კოვიდ კლინიკაში. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათი კვლევის შედეგი უარყოფითია. ისინი მალე დატოვებენ კლინიკას”,_ განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.