რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი instagram-ზე საავადმყოფოში გადაღებულ ახალ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ ჩადის კიბეზე.
პოლიტიკოსი წერს, რომ კიბის საფეხურებზე სიარული უჭირს, რადგან ფეხები ჯერ კიდევ უკანკალებს.
ნავლნი ასევე აღნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებისკენ გზა აშკარაა, თუმცა გრძელია.
,,მოდით მოგიყვებით, როგორ მიმდნარეობს ჩემი გამოჯანმრთელება. ეს უკვე ნათელია გზაა, თუმცა – არც ისე მოკლე. ყველა ამჟამინდელი პრობლემა ისაა, რომ ჩეს ხელში ტელეფონი უსარგებლო ქვად იქცა და ცოტაოდენი წყლის დალევაც მთელი ატრაქციონია – ეს ნამდვილი უაზრობაა.
ახლა მე ვარ ბიჭი, რომლსაც ფეხები უკანკალებს, როდესაც კიბეზე ჩადის, თუმცა ფიქრობს: ,,ოჰ, ეს კიბეა! მასზე ადიან. ალბათ, ლიფტი უნდა მოვძებნო“. იქამდე კი, უბრალოდ ვიდექი იქ უზროდ და ვუყურებდი“, – წერს ნავალნი
ის ასევე აღნიშნავს, რომ გერმანელმა ექიმებმა ტექნიკურ ცოცხალ ადამიანიდან გადააქციეს ისეთად, რომელსაც შანსი აქვს კვლავ გახდეს თანამედროვე საზოგადოებაში ყოფნის უმაღლეს ფორმა ადამიანად.
,,მოკლედ, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, თუმცა ბერლინის კლინიკის, Charite-ს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის საოცარმა ექიმებმა მთავარი პრობლემა გადაჭრა. მათ ,,ტექნიკურად ცოცხალი ადამიანიდან“ გადამქციეს ისეთად, რომელსაც ყველა შანსი აქვს კვლავ გახდეს თანამედროვე საზოგადოებაში ყოფნის უმაღლესი ფორმა – ადამიანი, რომელსაც შეუძლია Istagram-ის სწრაფად დათვალიერება და უყოყმანოდ ესმის, თუ როგორ დატოვოს ,,მოწონებები“ ,- წერს ალექსეი ნავალნი.
როგორც ცნობილია, ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო. 22 აგვისტოს კი ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი ,,ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული.
რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მოწამლვასთან კავშირს უარყოფს.