„ბიძინა ივანიშვილის 35 წუთიან სიტყვაში მე ისეთი ვერაფერი მოვისმინე, რომ სადღაც მაინც ჩამეთვალა, რომ შეცდომა დავუშვი, როდესაც „ქართული ოცნებიდან“ წამოვედი“,_ ამის შესახებ განცხადება „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.
„ვთვლი, რომ ნებისმიერი ადამიანი რომელიც ტოვებს „ოცნებას“ იქცევა სწორად და ეს ხალხის გვერდში დგომას ნიშნავს.
ივანიშვილის გამოსვლა არ იყო ლიდერის გამოსვლა. ეს იყო დაღლილი ადამიანის სიტყვა, რომელიც დაიღალა პოლიტიკაში ყოფნით და ეძებს გასასვლელს, თან ისე, რომ მაქსიმალურად არ დაზიანდეს.
შესაბამისად, არც პროგრამა მოგვისმენია. ეს იყო საკუთარი ნამოქმედარის შემაჯამებელი სიტყვა, ისევ მხოლოდ წინა ხელისუფლების დანაშაულები და არანაირი პერსპექტივა, არანაირი სიახლის შეთავაზება.
სცენაზე კი, ბევრი თვითკმაყოფილი ჩინოვნიკი ვიხილეთ. მათ შორის ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც სწორედ იმ 9 წლის უსამართლობის შემოქმედი იყო. ხოლო როდესაც ვიღაცის ბიზნესის ტერორებზე საუბრობს, თუნდაც ქალბატონი თურნავა იყო ისეთი კომპანიის დირექტორი, რომელმაც ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი კომპანია დააზარალა და დაატერორა, ასე რომ ეს ხალხი როცა ზურგს გიმაგრებს იმ წარსულზე ნამდვილად არ უნდა ილაპარაკო.
არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ ლარი ისეთივეა როგორც 9 და 10 წლის წინ. ბევრად დასუსტებულია და შესაბამისად ის გაორმაგებული თანხები, არაფერ სიკეთეს არ იძლევა“,_ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. (R)