ქვეყანა დაგვექცა, ეკონომიკა აღარ გავქვს, 600 ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩა და თან იპოდრომიც რომ უნდა გვიხაროდეს!
ალბათ თითო ბანანსაც დაგვირიგებენ პარკში შესვლის წინ და სულ ბედნიერები ვივლით! _ ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
“რეალურად კი, ამ დაბრუნება – გადაცემებით ივანიშვილმა 8 წელი მოიპარა ქვეყანაში, რაც ჩვენ გვიჯდება ძალიან ძვირი.
ანუ, თუ ივანიშვილი 10-15 მილიონიან რამეს „გვაჩუქებს“, ჩხარტიშვილი 420 მილიონს იპარავს მარტო სიგარეტზე, პლიუს მისი გარემოცვა, ასევე მოპარული მილიონებით…
შედეგად ჩვენი ვალი ყოველ დღე იზრდება. ცხოვრების დონე კი ისე ეცემა, ივანიშვილმა ყველაფერი რომ გვაჩუქოს, არამგონია, ხალხს ამან რამე შვება მისცეს.
მითუმეტეს, რომ რეგიონში მთავარი მოთამაშეები ცხელი ომისთვის ემზადებიან, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი კი, ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობაზე გვესაუბრება.
მოკლედ, ხელისუფლება თავისი ცხოვრებით და სტატისტიკით ცხოვრობს და აქით, მეორე მხარეს ჩვენ ვართ და საკუთარ თავს თავად უნდა ვუშველოთ, რაც პირველ რიგში, „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვებით უნდა დავიწყოთ.
მაგრამ საქმე ის არის, რომ ოპოზიციის ნაწილიც სტატისტიკა-ბუღალტერიაზეა დასული და ხალხს პენსიის 500 ლარამდე გაზრდა და მინიმუმ 2000-ლარიან ხელფასს ჰპირდება.
ციფრები, რა თქმა უნდა, გადასარევია, მაგრამ რას ვიყიდით ამ ფულით, აი, ეს არის მთავარი, თორემ კუპონების დროს მილიარდები გვქონდა“, _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. (R)