გასული 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილი 14 პაციენტიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, 14 გარდაცვლილია დღეს. სხვადასხვა კლინიკაა, არ ჩამოგითვლით. არის ბათუმიც, არის ქუთაისიცა და თბილისიც. რაც შეხება ასაკს, ძირითადად, არიან ხანდაზმული ასაკის პაციენტები, მაგრამ ერთია ახალგაზრდა, 30 წლამდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, იმის გასარკვევად, თუ გამოიწვია გარდაცვალება, კლინიკური კვლევა მიმდინარეობს.